TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონსეისაუ:“ ქომაგებს ბოდიშს ვუხდით, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით“

იუვენტუსის ფეხბურთელმა შიკო კონსეისაუმ ტურინული გრანდის ქომაგებს ინსტაგრამის მეშვეობით მიმართა.

„იუვენტუსის ქომაგებო, ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ჩვენს იმედგაცრუებას და გულის ტკივილს აღწერს, რადგან ჩვენ ჩვენი მიზნების მიღწევა ვერ შევძელით. თქვენ, როგორც ამ გუნდის სული, უკეთეს შედეგებს იმსახურებთ და ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ.

„ამის მიუხედავად, ჩვენ ახლიდან დასაწყებად მზად ვართ. ჩვენ თავაწეულები, კიდევ უფრო დიდი მონდომებითა და მოტივაციით შრომას გავაგრძელებთ და იუვენტუსს დავაბრუნებთ იქ, სადაც ამ დიდებული გუნდის ადგილია.

„დღეს ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ხვალ ახალი დღე და ახალი შესაძლებლობებია. მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი ვნება და ხმა აუცილებლად დაჯილდოვდება, როგორც ყოველთვის, Fino Alla Fine!”

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).