იუვენტუსი ბრემერის შეცვლას კიმ მინ-ჯეს ტრანსფერით გეგმავს
იუვენტუსს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა მოუწევს და დიდია ალბათობა, ეს გლეისონ ბრემერი იყოს.
ბრაზილიელს მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ინგლისში ჰყავს და თუ რომელიმე მათგანი გამოსასყიდი თანხის – 54 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდება, ბრემერი ტურინულ გრანდს დატოვებს.
SportMediaset-ის ცნობით, თუ ბრემერი გაიყიდა, ლუჩიანო სპალეტის მისი შეცვლა ბაიერნის მცველის კიმ მინ-ჯეს ტრანსფერით სურს. კორეელის ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
