TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტაკინარდი:“ იუვენტუსის შემადგენლობას სპალეტისთვის საჭირო მენტალური ძალა არ აქვს“

ალესიო ტაკინარდიმ იუვენტუსის წარუმატებელი სეზონი შეაფასა.

„იუვენტუსი ლუჩიანო სპალეტის ხელში აშკარად განვითარდა, გუნდი უფრო კარგ, სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ როდესაც ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო, იუვენტუსმა ვერონასთან და ფიორენტინასთან უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

„ლუჩიანო სპალეტი მენტალურად ძალიან ძლიერი მწვრთნელია და ის თავის ფეხბურთელებისგანაც იმავეს ითხოვს, თუმცა იუვენტუსის დღევანდელი შემადგენლობა მწვრთნელის ვერც მენტალურ, ვერც ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და იმედი მაქვს, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი ამ პრობლემას მოაგვარებს.“

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).