TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი მონაკოში ადეიემის აგენტს ხვდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი მონაკოში იმყოფება, სადაც დორტმუნდის ვინგერის კარიმ ადეიემის აგენტს ხვდება და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, 22 წლის გერმანელი შეტევის გასაძლიერებლად ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ მოიაზრება.

დორტმუნდი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს.