TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტარე:“ ტურამი სერია ა-ს აღმოჩენა იქნება, კიეზა ?…“

ლაციოს ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ იუვენტუსში კეფრენ ტურამის ტრანსფერი შეაფასა.

„ვფიქრობ, კეფრენ ტურამი მომდევნო სეზონში სერია ა-ს აღმოჩენა იქნება, ის სრულყოფილი ნახევარმცველია და გამიკვირდა, რომ იუვენტუსის გარდა მისი გაფორმება არც ერთმა გრანდმა არ სცადა.

„მე იუვენტუსს ვულოცავ, ეს დიდებული სვლა იყო და მჯერა, ტურამი ტიაგო მოტას გუნდში წამყვანი ფეხბურთელი იქნება.

„რაბიო ? ადრიენს დიდებული კარიერა აქვს და მისი ტურამთან შედარება ამ მომენტისთვის რთლია, მაგრამ კეფრენს გამორჩეული მახასიათებლები აქვს.

„კიეზა ? მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერი გუნდის გეგმებზეა დამოკიდებული. თუ იუვე ფედერიკოს სამომავლო გეგმებში ვერ ხედავს, მაშინ გუნდმა ის უნდა გაყიდოს.“