TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და რომა შეთანხმდნენ

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი და რომა მატიას სულეს ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, რომა არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილ 30 მილიონ ევროს გადახიდის, რასაც მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი დაემატება.

სულემ რომასთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და მისი გასამრჯელო სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება.