TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოტენჰემი კამბიაზოს ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

ტოტენჰემი იუვენტუსის მცველის ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.

ინგლისურმა გუნდმა პრემიერ ლიგაში დარჩენა სეზონის ბოლო ტურში გაიმარჯვა და ახლა ლონდონელები რობერტო დე ძერბისთან ერთად შემადგენლობის მნიშვნელოვნად გადახალისებას გეგმავენ.

SportWitness-ის ცნობით, ტოტენჰემის ერთ-ერთი სამიზნე ზაფხულში კამბიაზო იქნება. იუვენტუსი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და 40-45 მილიონ ევროს ითხოვს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).