კომოლი სავარაუდოდ იუვენტუსში დარჩება, თუმცა…
იტალიური მედიის ცნობით, დამიენ კომოლის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ჯონ ელკანს 3 წელიწადში მესამე გენერალური დირექტორის დაქირავება არ სურს და კომოლის შენარჩუნებისკენ იხრება, თუმცა ერთი პირობით.
მოსალოდნელია, რომ კომოლი გუნდის ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო სპორტულ ასპექტებზე, მათ შორის ტრანსფერებზე ლუჩიანო სპალეტი, ჯორჯო კიელინი და მატეო ტონიოცი იმუშავებენ, ვისი დაბრუნებაც იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
