მოჯი:“ კომოლიმ გუნდში არსებული სიტუაცია საკუთარ თავს უნდა დააბრალოს“
იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა.
„იუვენტუსი სრულყოფილი, ჩამოყალიბებული გუნდი არ არის. კომოლი სარკის წინ უნდა დადგეს და საკუთარ თავს ჰკითხოს, თუ რა გააკეთა მან რეალურად, რადგან იუვენტუსს ნახევარდაცვა და შეტევა არ ჰყავს.
„იუვენტუსს იდენტობა, სტურქტურა აკლია. გუნდს რეალური ცვლილებებისთვის მინიმუმ 5-6 მაღალი დონის ტრანსფერი სჭირდება.
„ჩემპიონთა ლიგა ? საგზურისთვის მებრძოლი გუნდების სიაში მილანს ყველაზე კარგი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა კომოს ჩამოწერა არ შეიძლება, ისინი სერია ა-ში ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობენ.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
