არა მხოლოდ ვლაჰოვიჩი, ნიუკასლი დევიდის ტრანსფერითაც ინტერესდება
გასულ კვირებში დუშან ვლაჰოვიჩი ნიუკასლს დაუკავშირეს, თუმცა ინგლისური გუნდი იუვენტუსის კიდევ ერთი ფორვარდის ჯონათან დევიდის ტრანსფერით ინტერესდება.
ვლაჰოვიჩის მიმართ არსებული დიდი კონკურენციის ფონზე, ინგლისელები მის ერთ-ერთ ალტერნატივად სწორედ კანადელ ფორვარდს მოიაზრებენ.
დევიდი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და მზად არის, მას ზაფხულში 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაემშვიდობოს. გამოცემა TEAMtalk-ის ცნობით, ინგლისში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად კანადელია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
