TuttoJuve

Juve per sempre sarà

არტურმა კომოში ტრანსფერზე უარი თქვა

არტურმა კომოში ტრანსფერზე უარი თქვა და უფრო ამბიციური გუნდის მოლოდინშია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინული გრანდის რიგებს დატოვებს.

Tuttomercato-ს ცნობით, არტურის გაფორმებით დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი კომო გახლდათ და მის დარწმუნებას პირადად სესკ ფაბრეგასი ცდილობდა, მაგრამ ბრაზილიელმა უარი თქვა.

არტურს უფრო ამბიციურ გუნდში გადასვლა სურს და ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური კანდიდატები ევერტონი და ლესტერი გახალვთ.

34 views
error: დაცული კონტენტი !