TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ალისონის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

იუვენტუსსა და ლივერპულს შორის ალისონ ბეკერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ნიკოლო სკირას ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელება სურს და ჩემპიონთა ლიგის საკითხი მის აზრს არ შეცვლის.

იუვენტუსმა ალისონთან 3-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 5 მილიონი ევრო იქნება. მოლაპარაკებები გრძელდება გუნდებს შორის, ლივერპული მის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს, თუმცა სავარაუდოდ ამ თანხის 10-11 მილიონამდე შემცირებას დათანხმდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).