TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს კოპმეიენრსის ტრანსფერის დახურვა თვის ბოლომდე სურს

Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაფორმება მიმდინარე თვის ბოლომდე სურს, რაც ნიდერლანდელს ტიაგო მოტას გუნდთან ადაპტაციისთვის საჭირო დროს მისცემს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი ჰეისენი-სულედან ერთ-ერთის გაყიდვის მოლოდინშია, რის შემდეგაც ატალანტას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს და ტრანსფერის დახურვას ეცდება.

35 views
error: დაცული კონტენტი !