კოშტა:“ იუვენტუსი ჩვეულ დონეს აუცილებლად დაუბრუნდება“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა დუგლას კოშტამ, ვინც ახლა კიევოს რიგებში თამაშობს, გამოცემა live.it-თან ინტერვიუში ტურინული გრანდის შესახებაც ისაუბრა.
„იუვენტუსი ? მე იუვენტუსს თვალს ყოველთვის ვადევნებ. რა თქმა უნდა, დომინანტი წლების შემდეგ გუნდს რთული პერიოდი აქვს, მაგრამ იუვენტუსი ყოველთვის იუვენტუსია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოკლე დროში გუნდი ჩვეულ დონეზე დაბრუნდება.
„სპალეტი ? გუნდის ხელმძღვანელობამ კარგად იცის, თუ რა უნდა ქნას. სპალეტი დიდებული მწვრთნელია, მის ხელში გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და იმედი მაქვს, იუვენტუსთან ერთად ბევრ ტიტულს მოიგებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
