მოურინიოს რეალში ილდისის ხილვა სურს
იტალიური მედიის ინფორმაციით, კენან ილდისი ზაფხულში რეალის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
ჟოზე მოურინიო ბლანკოსის რიგებს უბრუნდება და SportMediaset-ის ცნობით, თურქი ფეხბურთელი მისი ერთ-ერთი მოთხოვნაა.
იუვენტუსი თავის მხრივ ილდისის გაყიდვას არ გეგმავს, თურქი გუნდის პროექტის წამყვან ფიგურად მოიაზრება და ტურინული გრანდი მის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებასაც არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
