TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და კრემონეზე ბარბიერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

იუვენტუსი და კრემონეზე ტომაზო ბარბიერის ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

Tuttomercato-ს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი ჯალოროსი რიგებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში 6-7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ბიანკონერის ფეხბურთელის დაბრუნება 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.