იუვენტუსი და პსჟ ფაბიან რუისის ტრანსფერს განიხილავენ
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი პსჟ-ს ნახევარმცველის ფაბიან რუისის ტრანსფერით ინტერესდება.
Tuttosport-ის ცნობით, რუისის სახელმა რანდალ კოლო მუანის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს გაიჟღერა.
30 წლის ესპანელის მიმდინარე კონტრაქტი პარიზელებთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და ლუჩიანო სპალეტი მისი ტურინში ხილვის წინააღმდეგი არ არის.
გამოცემის ინფორმაციით, ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. მისი გაფორმება დაახლოებით 30 მილიონად იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
