იუვე კოვაჩიჩის სიტუაციას აკვირდება
იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
32 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ქალაქელებთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და ის დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი იუვენტუსის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ერთ-ერთ ბიუჯეტურ კანდიდატურად მოიაზრება. მისი გაფორმება დაახლოებით 15-20 მილიონად იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
