გარსიას იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გამორიცხულია
გასულ დღეებში იუვენტუსს რეალის ფორვარდი გონსალო გარსია დაუკავშირეს, მაგრამ მისი გაფორმება ტურინელებისთვის ფაქტობრივად გამორიცხულია.
Calciomercato-ს ინფორმაციით, რეალი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 55-60 მილიონ ევროს ითხოვს და ბიანკონერი ამ თანხის გადახდას არც კი განიხილავს.
იუვენტუსის მთავარ სამიზნედ შეტევის გასაძლიერებლად რანდალ კოლო მუანი რჩება. ფრანგის სურვილი იუვენტუსში დაბრუნებაა და ის აზრს არც იმ შემთხვევაში შეიცვლის, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
