იტალიურ მედიაში დამიენ კომოლის კრიტიკა არ წყდება
ფიორენტინასთან მარცხის შემდეგ, დამიენ კომოლი და მისი მომავალი იტალიური მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კომოლის ტრანსფერებმა: დევიდმა, ოპენდამ, მარიომ და ჰოლმმა ვერ გაამართლეს, მისი ერთადერთი, მეტ-ნაკლებად პოზიტიური ტრანსფერი ჟერემი ბოგა გახლდათ.
ტრანსფერების გარდა, მედიაში აკრიტიკებენ კომოლის გადაწყვეტილებას იგორ ტუდორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, ტურინულ გრანდს სეზონის დაწყებიდან 3 თვეში ახალი მწვრთნელის ძებნა მოუწია.
ამის გარდა, იანვარში ლუჩიანო სპალეტის ერთადერთი სატრანსფერო მოთხოვნა ცენტრ-ფორვარდის გაფორმება იყო, რაც მიმდინარე სეზონში იუვენტუსის მთავარ პრობლემად იქცა, თუმცა კომოლიმ ვერც ამის გაკეთება შეძლო, რის გამოც გუნდი არაერთ შეხვედრაში დაისაჯა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
