მოჯი:“ ამ ფეხბურთელების ადგილი სწორედ ევროპა ლიგაზეა, სპალეტი ?…“
ლუჩიანო მოჯიმ ფიორენტინასთან იუვენტუსის მარცხი შეაფასა.
„მოულოდნელი მარცხი ფიორენტინასთან ? არ ვფიქრობ, რომ ეს მოულოდნელი იყო. იუვენტუსი საშინაო კედლებში დომინანტი ფეხბურთის თამაშს ცდილობს, მაგრამ გუნდს ამისთვის საჭირო ნახევარდაცვა არ ჰყავს. გასვლაზე იუვე მეტად კონტრ-შეტევებზეა ორიენტირებული და ამას წარმატებულად ახერხებს, სახლში კი პუბლიკა დომინაციას ითხოვს, რაც ამ შემადგენლობით შეუძლებელია.
„ფიორენტინას კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო, მათ იუვენტუსის კართან შექმნილი სივრცეები ვერ გამოიყენეს.
„შეძლებს თუ არა იუვენტუსი ლიგზე გასვლას ? არა და ეს სრულიად სამართლიანია, იუვენტუსის დღევანდელი შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს არ იმსახურებს, მათი ადგილი სწორედ ევროპა ლიგაა. სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ყველაფერი იუვენტუსის ხელში იყო, მაგრამ მათ უპირატესობა გაანიავეს.
„სპალეტი ? ლუჩიანო ამ გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილია, მაგრამ ის ჯადოქარი არ არის, ცუდად დაკომპლექტებული გუნდით უკეთესი შედეგის დადება შეუძლებელია. სპალეტის მისვლის შემდეგ, იუვენტუსი ქულების მხრივ ინტერის შემდეგ საუკეთესოა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
