სპალეტი:“ იუვენტუსში დარჩენა გარანტირებული არავის გვაქვს“
ლუჩიანო სპალეტიმ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ დღეს გაცილებით უკეთ თამაში და უკეთესი შედეგის მოპოვება გვმართებდა, მაგრამ ჩვენ არსებულ წნეხს ვერ გავუმკლავდით და მოედანზე ჩვენი შესაძლებლობები ვერ ვაჩვენეთ, რაშიც დამნაშავე პირველ რიგში მე ვარ.
„ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა გასულ თვეებში ძალიან დიდი პროგრესი აჩვენეს, შექმნეს ფუნდამენტი, რომელზეც ამბიციური გუნდის აშენება შეიძლება, მაგრამ დღეს, როდესაც მთელი სეზონი იდო სასწორზე, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ჩვენება ვერ შევძელით და ამაში დამნაშავე პირველ რიგში მე ვარ. დღეს ჩვენ ყველა ასპექტში ცუდად ვითამაშეთ. ჩვენ დღეს მთელი სტადიონი გვქომაგობდა და გვერდში გვედგა, ჩვენ კი მათი იმედები ვერ გავამართლეთ, რადგან მატჩისთვის მზად არ აღმოვჩნდით.
„მე ვალდებული ვარ, ჩემს ფეხბურთელებს მეტი ვესაუბრო, მათ სიმშვიდე და ცივსისხლიანობა შევძინო, რაც შემდგომში წნეხის მიუხედავად სასურველი შედეგის დადებაში დაგვეხმარება.
„სატრანსფერო ფანჯარა ჩემპიონთა ლიგის გარეშე ? მე მომდევნო სეზონისთვის ფეხბურთელების თაობაზე იდეები უკვე დიდი ხანია მაქვს, მაგრამ ახლა ამ თემაზე ფიქრის დრო არ არის, რადგან იუვენტუსში დარჩენა გარანტირებული აღარავის გვაქვს.
„არის თუ არა სეზონი საბოლოოდ ჩაგდებული ? ჩვენ ევროპა ლიგის საგზური გვაქვს, რაც რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი არ იყო, მაგრამ არის ალბათობა იმისა, რომ საერთოდ ევროპის მიღმა დავრჩენილიყავით.
„მოთხოვნილი ფორვარდი იანვარში ? ახლა ამ თემაზე საუბარი უადგილოა, ჩვენ დღეს გაცილებით უკეთ თამაში შეგვეძლო და მოგვეთხოვებოდა, რაც ვერ გავაკეთეთ და ამის გამო დავისაჯეთ.“
