TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლოკატელი:“ ჩვენ წნეხთან გამკლავება ვერ შევძელით“

მანუელ ლოკატელიმ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩაგდებული სეზონი ? როდესაც გუნდი სეზონში დასახული გეგმების მინიმუმს ვერ აღწევს, რაიმე სახის პოზიტივზე საუბარი შეუძლებელია. ვფიქრობ, გუნდში სპალეტის მოსვლის შემდეგ ჩვენ ტექნიკური თვალსაზრისით დიდი პროგრესი ვაჩვენეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია.

„წნეხი ? როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის მაისურს ატარებ, წნეხი ყოველთვის არის. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ამ წნეხთან გამკლავება ვერ შევძელით და სამარცხვინო მატჩი ჩავატარეთ.

„როგორც უკვე ვთქვი, გუნდის პროგრესი ბოლო კვირებში აშკარაა, მაგრამ რთულია რაიმე სახის პროგრესზე საუბარი, როდესაც გადამწყვეტ მატჩში ასეთ უსახურ თამაშს აჩვენებ და მიზანს ვერ აღწევ. ჩვენ მენტალიტეტისა და პერსონალურობის მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)