TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სიმეონე და რეტეგი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში…

იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეები მატეო რეტეგი და ჯოვანი სიმეონე არიან.

მოიზე კინის შემდეგ, იუვენტუსი არკადიუშ მილიკის გაყიდვასაც გეგმავს და ბიანკონერის მინიმუმ ერთი ფორვარდიდს გაფორმება მოუწევს.

SportMediaset-ის ცნობით, იუვეს პრიორიტეტი რეტეგი გახლავთ, თუმცა მის სანაცვლოდ გენუელები 25-30 მილიონს ითხოვენ, იტალიელის ალტერნატივა კი ჩოლიტოა, ვისი გაფორმებაც ბიანკონერის დაახლოებით 15 მილიონ ევროდ შეეძლება.