იუვე ახალი სპონსორის ძიებას აგრძელებს
იუვენტუსი მაისურის ახალი სპონსორის ძიებას აგრძელებს და დიდი ალბათობით ტურინული გრანდის მაისურზე მომდევნო სეზონიდან Jeep-ს სხვა ამერიკული კომპანია ჩაანაცვლებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ფრანჩესკო კალვო რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მოსალოდნელია, რომ ტურინული გრანდი ერთ-ერთ მათგანთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ახალი სპონსორისგან წლიურად დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს მიიღებს.