სილვას ტრანსფერზე კომოლი პირადად მუშაობს
Tuttosport-ის ინფორმაციით, დამიენ კომოლი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელის გაფორმება ლუჩიანო სპალეტის მთავარი მოთხოვნაა და ფრანგი სპეციალისტი ამ ტრანსფერის მაქსიმალურად მოკლე დროში დახურვას ცდილობს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ, იუვენტუსი სილვასთან კონტრაქტის გაფორმებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
