TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე მომდევნო სეზონში ლუისის შენარჩუნებას არ გამორიცხავს

დუგლას ლუისი სეზონის ბოლოს ასტონ ვილადან იუვენტუსში დაბრუნდება და არ არის გამორიცხული, ის ბიანკონერის რიგებში დარჩეს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი შესაძლოა იყოს ის ნახევარმცველი, რომელიც ახლა იუვენტუსს სჭირდება და თუ გუნდი შესაბამის წინადადებას არ მიიღებს, იტალიელი სპეციალისტი მისი შენარჩუნების წინააღმდეგი არ იქნება.

28 წლის ფეხბურთელს იუვენტუსთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და ტურინული გრანდი მის გაყიდვას 25-30 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)