გატის ინგლისში 4 მსურველი ჰყავს
ფედერიკო გატი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს და ინგლისში გადაბარგდება.
იტალიელ ფეხბურთელს მომდევნო სეზონის სათადარიგო სკამზე გატარება არ სურს, ამიტომ ზაფხულში იუვენტუსის დატოვების წინააღმდეგი არ იქნება.
Tuttomercato-ს ცნობით, გატის მიმართ ინტერესს ევერტონი, კრისტალ პალასი, ასტონ ვილა და ფულჰემი იჩენენ. იუვე მის სანაცვლოდ 20-25 მილიონის გამომუშავებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
