იუვე ტოტენჰემის მცველით ინტერესდება
იუვენტუსი ფლანგის მცველების ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ტოტენჰემის ჯედ სპენსი იქნება.
25 წლის ფეხბურთელს როგორც დაცვის მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში და ის გუნდის გასაძლიერებლად ერთ-ერთ იდეალურ კანდიდატად მოიაზრება.
CaughtOffside-ს ცნობით, იუვენტუსმა ინგლისელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა. ტოტენჰემი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
