TuttoJuve

Juve per sempre sarà

სილვა:“ ისეთ გუნდში თამაში მსურს, რომელშიც უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებ“

იუვენტუსის პრიორიტეტულმა სატრანსფერო სამიზნემ ბერნარდო სილვამ გამოცემა The Athletic-თან ისაუბრა.

„ჩემი მომავალი ? მე ისეთი გუნდის რიგებში თამაში მსურს, რომელშიც უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შემეძლება და სადაც ჩემი ოჯახი ბედნიერი იქნება. ჩვენ მეორე შვილს ველოდებით და ჩემი ოჯახის კომფორტი ჩემი პრიორიტეტია.

„ბარსელონა ? მე კონკრეტული გუნდების დასახელება არ მსურს, ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არაფერია. ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ ამ თემაზე 25 მაისს, ასტონ ვილასთან მატჩამდე ვისაუბრებთ და გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)