იუვე კალულუს ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსსა და პიერ კალულუს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
რომეო აგრესტის ცნობით, ტურინულ გრანდს ფრანგ მცველთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სეზონის დასრულებამდე სურს. იუვენტუსს პიერის 2030 წლამდე შენარჩუნება უნდა და მზად არის, მისი ხელფასი 4 მილიონამდე გაზარდოს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ხეფრენ ტურამის კონტრაქტზეც მუშაობს, მაგრამ ამ მომენტისთვის გუნდის პრიორიტეტი პიერ კალულუა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
