ოფიციალურად: ლევანდოვსკი ბარსელონას ტოვებს
ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკი გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და ბლაუგრანას რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ლეგენდარულ პოლონელ ფორვარდს გასულ კვირებში იუვენტუსს უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ტურინული გრანდი ლევანდოვსკის ტრანსფერზე აღარ მუშაობს, რადგან 37 წლის ფეხბურთელი მინიმუმ 2-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით 8-9 მილიონს ითხოვს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ამ მომენტისთვის ლევანდოვსკის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ამერიკული და არაბული გუნდები აქტიურობენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
