დე ხეა იუვენტუსში გადასვლას არ განიხილავს
Tuttomercato-ს ინფორმაციით, დევიდ დე ხეა ზაფხულში იუვენტუსში გადასვლას არ აპირებს.
ვეტერანი ესპანელი კარის დარაჯი ალისონის ალტერნატივად მოიაზრებოდა, თუმცა წყაროს ცნობით, ის იუვენტუსის ან სხვა რომელიმე გუნდის წინადადებას არ განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, დე ხეა თანხმობას მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებაზე განაცხადებს, სხვა შემთხვევაში მას კარიერის ფიორენტინაში დასრულება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
