ილდისის იუვენტუსში დარჩენა გარანტირებული არ არის
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კენან ილდისის იუვენტუსში დარჩენა 100 პროცენტით გარანტირებული არ არის.
წყაროს ცნობით, თურქი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებში ბედნიერია და გუნდის დატოვება არ სურს, თუმცა თუ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, ფინანსური და ტექნიკური მიზეზების გამო მისი გაყიდვა გამორიცხული არ იქნება.
ილდისის მიმართ სერიოზულ ინტერესს მადრიდის რეალი იჩენს, სამეფო გუნდს თურქი ტალანტის გასაფორმებლად საჭირო 90-100 მილიონის გამონახვა არ გაუჭირდება…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
