ალისონის აგენტი ლივერპულთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ლივერპულის კარის დარაჯის ალისონის ტრანსფერის დახურვას ცდილობს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი ლივერპულთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედი აქვს, ინგლისელი გუნდი ბრაზილიელის გაყიდვას დათანხმდება.
ალისონს იუვენტუსში გადასვლა სურს და ტურინულ გრანდთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, მაგრამ მას ლივერპულთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა და იმედი აქვს, ინგლისურ გუნდს მეგობრულ გარემოში დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
