კომოლის მომავალი იუვენტუსში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
იტალიური მედიის ცნობით, დამიენ კომოლიმ შესაძლოა სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგები დატოვოს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯონ ელკანი ფრანგი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა. წყაროს ცნობით, ოპენდას, დევიდის და სხვა წარუმატებელი ტრანსფერების გამო, თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, ელკანმა შესაძლოა კომოლის გაშვება გადაწყვიტოს.
წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტი ელკანის სრულ ნდობას იმსახურებს და მისი გუნდიდან გაშვება არ განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
