TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და რომა სულეს ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და რომა მატიას სულეს ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმდნენ.

Tuttomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდი არგენტინელი ტალანტის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც მომავალში კიდევ 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება, ამის გარდა კი იუვენტუსი ფეხბურთელის მომავალში გაყიდვის შემთხვევაში სრული თანხის 20 პროცენტს მიიღებს.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერის დახურვა მომდევნო 48 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი.