სპალეტი:“ ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, გარკვეულ მომენტებში არ გაგვიმართლა“
ლუჩიანო სპალეტიმ ვერონასთან მატჩი შეაფასა.
„რამდენად იმედგაცრუებულები ვართ ? ჩვენ თითოეული მატჩის შემდეგ ვაკეთებთ ანალიზს, გამოგვაქვს დასკვნები და ვცდილობთ, რომ მომდევნო შეხვედრებში იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ, რადგან ამ მატჩში ვერ გავიმარჯვეთ და 2 უმნიშვნელოვანესი ქულა გავანიავეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს ფეხბურთია და გამარჯვება გარანტირებული არასოედს გაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ დღეს იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო.
„ვერონამ ძალიან კარგად ითამაშა, მათ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ, ამოკეტეს ზონები, ჩაჯდნენ დაცვაში და თავიანთი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ჩვენი მომენტები გოლებში ვერ ავსახეთ.
„შეცდომა დაცვაში ? ბრემერი და კელი დიდებული მცველები არიან, ისინი დაცვით ხარისხისა და დუელებში ძალის მხრივ შეუდარებლები არიან, თუმცა როდესაც საქმე ბურთის ტარებასა და პირველ პასზე მიდის, მათ ამ კუთხით სამუშაო აქვთ.
„დევიდი ? მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე დრიბლინგი და მანევრებია, ამიტომ ჯონათანს თავის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის სივრცეები სჭირდება, საჯარიმოსთან ახლოს ყოფნა მისთვის ყველაზე კომფორტული არ არის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
