TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზო:“ ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ, გუნდმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს“

ანდრეა კამბიაზომ ვერონასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„იყო თუ არა ფსიზოლოგიურად რთული შეხვედრა ? არა, ჩვენ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, 2-ჯერ ბურთი ძელს მოვარტყით და სიმართლე რომ ვთქვათ, გამარჯვება დავიმსახურეთ. ამ შედეგს უფლება არ უნდა მივცეთ, რომ აგვანერვიულოს, ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ყველაფერი ჩვენს ხელთ არის.

„მეტოქის დაუფასებლობა ? არა, ჩვენ ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდებოდა. ვერონას თავის დაცვა, ტემპის დაგდება ძალიან კარგად გამოსდის. ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და სამწუხაროდ შანსები ვერ გამოვიყენეთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)