ტურამი და კალულუ ახალი კონტრაქტების გაფორმებასთან ახლოს არიან
პიერ კალულუ და ხეფრენ ტურამი იუვენტუსთან კონტრაქტების გახანგრძლივებასთან ახლოს არიან.
ტურინული გრანდი გუნდის წამყვან ფიგურებთან ახალ ხელშეკრულებებზე მუშაობას აგრძელებს და მანუელ ლოკატელის შემდეგ, იუვენტუსის პრიორიტეტი ფრანგებთან თანამშრომლობის გახანგრძლივებაა.
Tuttomercato-ს ცნობით, ორივე მათგანი იუვენტუსთან კონტრაქტებს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, მათი გასამრჯელო დაახლოებით 4 მილიონამდე გაიზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
