TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბონუჩი:“ კალაფიორის იუვენტუსში ხილვა მსურდა, მოტას გუნდი სკუდეტოსთვის იბრძოლებს“

იუვენტუსის ყოფილმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ტიაგო მოტას იუვენტუსი ? მის განაკრგულებაში ძალიან კარგი გუნდია, ბიანკონერი ახალი ფეხბურთელების გაფორმების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. დარწმუნებული ვარ, იუვენტუსისგან კარგ ფეხბურთს ვიხილავთ და გუნდი პირველივე დღიდან სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩაერთვება.

„კიეზას სიტუაცია ? მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ბოლო წლებში მას ფიზიკური და მენტალური პრობლემები ჰქონდა, ახლა კი დროა მან წინსვლა გააგრძელოს და გახდეს იმ დონის მოთამაშე, რასაც მისგან ყველა ელოდება. იმედი მაქვს, რომ ის იუვენტუსში დარჩება და თავისი პოტენციალის სრულად წარმოჩენას შეძლებს.

„კალაფიორი ? ვწუხვარ, რომ ის არსენალში გადადის. მე რიკარდოს იუვენტუსში ხილვა მსურდა.“