მალდინი FIGC-ს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადება და დიდი ალბათობით გაბრიელე გრავინას ჯოვანი მალაგო ჩაანაცვლებს.
La Repubblica-ს ინფორმაციით, მალაგო საკუთარი სტაფის შექმნაზე მუშაობას უკვე შეუდგა და მისი მარჯვენა ხელი სავარაუდოდ ლეგენდარული პაოლო მალდინი გახდება.
წყაროს ცნობით, მალდინიმ ფედერაციაში მუშაობაზე თანხმობა უკვე განაცხადა, თუმცა ის გარანტიებს ითხოვს, რომ პაოლოს მნიშვნელოვანი როლი ექნება და მხოლოდ იმიჯის გამო არ მიიწვევენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
