ანგისა იუვენტუსის ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ რჩება
იუვენტუსი ნაპოლის ნახევარმცველის ფრანკ ძამბო ანგისას მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდის რიგებში 30 წლის კამერუნელი ფეხბურთელის ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.
ანგისას მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ დიდია ალბათობა, მან გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ანგისას გაფორმებას ეცდება, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისთან საერთო ენის გამონახვა ურთლესი ამოცანა იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
