TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კოპმეიენრსის თაობაზე წინადადებების მოლოდინშია

ტეუნ კოპმეინერსი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით იუვენტუსის რიგებს დატოვებს.

ტურინულ გრანდს ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაფორმება თითქმის 60 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, ის ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და იუვენტუსი ტეუნის გაყიდვას გეგმავს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ტეუნს მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ინგლისში და თურქეთში ჰყავს. იუვენტუსს კაპიტალის დაკარგვის თავიდან ასარიდებლად ტეუნის მინიმუმ 30 მილიონ ევროდ გაყიდვა მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)