ლევანდოვსკისთვის ბრძოლაში იუვენტუსი დაწინაურდა
იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.
წყაროს ცნობით, პოლონელი ფორვარდი მზად არის, ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს და ტურინული გრანდის რიგებს შეუერთდეს.
პრობლემა კონტრაქტის ხანგრძლივობაა. ლევანდოვსკი 2-წლიან ხელშეკრულებას ითხოვს, იუვენტუსი კი 37 წლის ფეხბურთელს 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით.
ლევანდოვსკის აგენტი იტალიაში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და იუვენტუსთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
