ლივერპულს სალაჰის ჩანაცვლება კონსეისაუთი სურს
ბრიტანული გამოცემა TEAMTALK-ის ცნობით, ლივერპულის ინტერესი იუვენტუსის გარემარბის შიკო კონსეისაუს მიმართ სერიოზულია.
ლივერპული მოჰამედ სალაჰის შემცვლელის ძიებაშია და წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.
კონსეისაუ ლუჩიანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრება, ამიტომ იუვენტუსი მის მარტივად დათმობას არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
