ზაფხულში გატის წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია
ფედერიკო გატი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იუვენტუსის რიგებს დატოვებს.
Tuttosport-ის ცნობით, იტალიელი მცველი ლუჩიანო სპალეტისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად არ მოიაზრება და ტურინული გრანდი მზად არის, ის გაყიდოს და მიღებული თანხით სატრანსფერო ბიუჯეტი შეავსოს.
გატის მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ინგლისში და თურქეთში ჰყავს. იუვენტუსს მის სანაცვლოდ 20-25 მილიონის გამომუშავება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
