TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

Sky Sport-ის ჟურნალისტის ფრანჩესკო კოსატის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდის პრიორიტეტი ტურინულ გრანდთან საერთო ენის გამონახვა, კონტრაქტის გახანგრძლივება და იუვენტუსში დარჩენაა.

ვლაჰოვიჩი მზად არის, გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს და ხელფასის სახით 8 მილიონს ითხოვს, იუვე კი თავის მხრივ მას 6 მილიონს სთავაზობს. არ არის გამორიცხული, მხარეები ბონუსების ჩათვლით 7 მილიონზე შეთანხმდნენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !