TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი გონსალესის თაობაზე დათმობაზე წასვლას არ განიხილავს

იუვენტუსი ნიკო გონსალესის თაობაზე ატლეტიკოს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ესპანელებს არგენტინელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, თუმცა მისი გამოსასყიდი თანხის – 32 მილიონის გადახდაზე უარს ამბობენ და იმედი აქვთ, იუვენტუსი დათმობაზე წავა და ამ თანხას შეამცირებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტურინული გრანდი თავის მხრივ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ლუჩიანო სპალეტი ზაფხულში გონსალესის იუვენტუსში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის და ატლეტიკოს ნიკოს შესანარჩუნებლად სრული თანხის გადახდა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში არგენტინელი იუვენტუსს დაუბრუნდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !