იუვე კონეს მიმართ ინტერესს არ კარგავს
იუვენტუსი სასუოლოს ფეხბურთელის ისამელ კონეს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი 23 წლის კანადელის ტრანსფერზე იანვარში მუშაობდა და ნიკოლო სკირას ცნობიტ, ის სეზონის ბოლოს იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის კონე იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, მაგრამ ის გუნდის სიაში რჩება. ყველაზე მეტად კონეს ტრანსფერზე ამჟამად მილანი აქტიურობს. სასუოლო ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
